
ნიუ-იორკელმა ტაქსისტმა მგზავრს მანქანაში დარჩენილი 10 000 დოლარი დაუბრუნა.
წარმოშობით ბანგლადეშელმა 28 წლის მიკულ ასადუზმანმა, კუთვნილი ტაქსიში 10 000 დოლარის ქეში მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც პენსილვანიის ვაგზალთან იტალიელი ტურისტი მიიყვანა.
იმავე საღამოს ტაქსისტი ორჯერ მივიდა ლონგ-აილენდში, იმ სახლთან, სადაც მგზავრი მანქანაში ჩაისვა. ძიება ტაქსის მძღოლისთვის წარმატებული აღმოჩნდა. რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ მან იტალიელი ქალბატონი იპოვა და თანხა უკლებლივ დაუბრუნა. 72 წლის ფელიცია ლეტერი განაცვიფრა უცხო მამაკაცის ასეთა ღირსეულმა ქმედებამ. იტალიელი ქალბატონი იმითაც გაოცებული დარჩა, რომ ტაქსის მძღოლმა ყოველგვარ საჩუქარზე უარი თქვა.
ასადუზმანმა განაცხადა, რომ მისი საქციელი სრულიად ბუნებრივია. საკუთარი ქმედება მან ასე ახსნა – “მე არ მეკუთვნის ძვირფასი საჩუქრები იმ სამი საათისთვის, რომელიც ქალბატონის ძებნაში დავხარჯე”.
თქვენ რას იზამდით 10 000 დოლარი რომ გეპოვათ? ეს რეალური ამბავია და ველოდები თქვენს რეალურ კომენტარებს.
Filed under: საკითხავი, უცნაური, ყვითელი, Uncategorized Tagged: | 10 000, ამბავი, დაბრუნება, დოლარი, მძღოლი, ნამდვილი, რეალური, ტაქსი, ფული





საინტერესოა