პლანეტის მთავარმა პოპულარულმა ვიდეოჰოსტინგმა YouTube-მ წლის შემაჯამებელი შედეგები გამოაქვეყნა და 2009 წლის პოპულარული ვიდეო-რგოლებიც დაასახელა.
მეხუთე ადგილი „ევიანის“ მინერალური წყლის რეკლამამ დაიკავა, რომელშიც ახალშობილები იღებენ მონაწილეობას. ვიდეორგოლი 27 მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა.
მეოთხე ადგილზე მელოდრამის „ბინდისა“ და „ახალი მთვარის“ ტრეილერმა დაიკავა, რომელმაც YouTube-ზე 31 მილიონი დათვალიერება მოიპოვა.
ლიდერების სამეულს კრავს რთული საქორწინო ცეკვის JK Wedding Entrance Dance გადაღებებები, რომელიც 33 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. კლიპის გმირები ეკლესიაში შესვლისას კრის ბრაუნის კომპოზიციის მიუზიკლის თანხლებით ცეკვავენ, სადაც მათი მეგობრების ქორწინება უნდა შედგეს. კლიპის ბოლოს კი ქორწინების გმირი კეივინი და ჯილი ჩნდებიან.
მეორე ადგილი პოპულარობის მხრივ 7 წლის ბიჭუნას ეკუთვნის, რომელიც სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ მამამისმა, დევიდ დევორმა გადაუღო. David After Dentist ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე 37 მილიონმა დაათვალიერა. სულ მალე დევიდის უამრავი თაყვანისმცემელი გამოჩნდა, რომლებმაც David After Dentist ვიდეოში გამოთქმული ფრაზები მიითვისეს. ასევე ბავშვის სხვადასხვა გამოთქმებით მაისურებიც კი გამოუშვეს.
რაც შეეხება პირველ ადგილს, იგი შოტლანდიელი დიასახლისის, სუზან ბოილის Britain’s Got Talent (ბრიტანეთი ტალანტებს ეძებს) რეალიტი-შოუზე გამოსვლამ დაიკავა. ცნობილმა ვიდეორგოლმა, სადაც სუზან ბოილმა იმღერა I Dreamed a Dream-მ შეასრულა, აპრილის თვიდან მოყოლებული 120 მილიონი ხმა მოაგროვა. რის შემდეგაც ბოილმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომელსაც ასევე ჰქვია – I Dreamed a Dream . დისკმა სერიოზული რეკოტრდები მოხსნა 5 მილიონი ტირაჟით გამოვიდა, აცხადებს BBC.
YouTube, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში 2005 წელს გამოჩნდა, ამჟამად კი საძიებო სისტემის Google-ს კუთვნილებაშია, დაახლოვებით ერთ მილიარდ ახალ ვიდეორგოლს ათავსებს ვებ-გვერდზე. თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლების რეიტინგს კი პირველად აქვეყნებს.
წყარო: დრონი.ge
Filed under: გასართობი, ვიდეო Tagged: | 5, ვიდეო, იუთუბი, რეიტინგი, საუკეთესო, ხუთი, youtube





